პროექტის სახელი: პალიასტომის ტბის ეკოსისტემა
პროექტის მოკლე აღწერა: ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი პალიასტომიის
ტბის მდგომარეობის შესწავლა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას პალიასტომის ტბის შესახებ. შეადგენენ კოლხეთის ეროვნული პარკის გეგემას. მოაწყობენ ექსკურსიას პალიასტომის ტბაზე. შეხვდებიან და გაესაუბრებიან მეთევზეებს, მონადირეებს. ინტერვიუს საფუძველზე დაადგენენ ნადირობისა და თევზაობის პირობებს. გაეცნობიან ეროვნული პარკი ფლორასა და ფაუნას. დაასუფთავებენ ტბის მიმდებარე ტერიტორიას. დარგავენ ნერგებს სკოლის სახელზე.
დაგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან ფოტოალბომს. მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია. ბოლოს აღნიშნულ პროექტს მოსწავლეები განათავსებენ ინტერნეტში.
მოსწავლეთა ასაკი: IV კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
აქტივობები: კვლევა, ძიება, ალბომის შექმნა, პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა,
ნამუშევრის ბლოგში განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ_ ჩვევის განვითარებას.
პროექტის საშუალებით გავდივარ ესგ–ით გათვალისწინებულ ინდიკატორებზე:
ბუნ. IV.9.1 იყენებს რუკას და მოიძიებს საქართველოს ძირითად ოროგრაფიულ ერთეულებს;
ბუნ. IV.9.2 იყენებს რუკას და მოიძიებს საქართველოს ჰიდროგრაფიული ქსელის შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს;
ბუნ. IV.7.3 სხვადასხვა ფორმით(მაგ: ზეპირი, ფოტოების, ჩანახატების, პლაკატების სახით)უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს საქართველოს იმ ადგილების შესახებ, სადაც თავად არის ნამყოფი.
ბუნ.IV.7.4 რუკის დახმარებით წინასწარ განსაზღვრავს ექსკურსიაზე დასათვალიერებელი ობიექტების ნუსხა.
შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება ინფორმაცია პალიასტომის მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ.შეიქმნება ალბომი, ცხრილები და დიაგრამები განადგურებული ჯიშების სტატისტიკაზე. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოსწავლეები პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგავენ ნერგებს. ამით მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ გარემოს გაჯანსაღების საქმეში.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეთა ძალისხმევით ინტერნეტში განთავსებული ინფორმაცია საზოგადოებას შეუქმნის გარკვეულ წარმოდგენას პალიასტომის ტბის რთული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და ცხოვრების ხარისხზე.
სამუშაო ენა: ქართული
საგნები, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებნ უნარებს შემდეგ საგნებში:
ბუნებისმეტყველება: შეისწავლიან კოლხეთის ეროვნული პარკის გეოგრაფიულ მდებარეობას,ნიადაგს,ფლორასა და ფაუნას, ტყის როლს ბუნებაში.
მათემატიკა: ადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.
ლიტერატურა:მოსწავლეები მოიძიებენ პალიასტომის ტბაზე დაწერილ ლეგენდას,ლექსებს, მოთხრობებს. ექსკურსიის შტაბეჭდილებების საფუძველზე გააკეთებენ ჩანახატებს. დაამზადებენ კედლის გაზეთს.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
ingabasilaia.blogspot.com
No comments:
Post a Comment